აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს მაქსიმალური შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს და მიმართვას ავრცელებს.
-"აღდგომის დღესასწაულის პერიოდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, აღნიშნოს მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის ეს მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული საერთო ტრადიციების შესაბამისად, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში", – აღნიშნულია მისიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.