თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ყოფილ კონოთეატრ "ვარძიასთან" არსებულ სასეირნო ბაღში საშინელი ანტისანიტარიაა. მოსახლეობა შეწუხებულია ბაღში არსებული სიბინძურით და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
"ბავშვი ვერ გამომიყვანია გარეთ, სასეირნო ბაღში, რადგან საშინელი ანტისანიტარიაა. ხომ შეიძლება ხელისუფლებამ იზრუნოს ამ ყველაფერზე, დაასუფთაონ ბაღი და საშუალება მოგვეცეს, რომ ბავშვები თავისუფლად გავიყვანოთ ეზოში" _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას ადგილობრივმა მცხოვრებმა თინათინ როსტომაშვილთან.
კულუარული ინფორმაციით აღნიშნულ ადგილს მეეზოვეები აღარ ალაგებენ, რადგან მათი შტატი შემცირებულია. აქვე შეგახსენებთ, რომ სკვერიდან დაახლოებით 50 მეტრში საკრებულოს თავჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ოფისია.
აღნშნულ ტერიტორიაზე არცერთი ლამპიონი არ მუშაობს.
გიორგი საკარული