ივერიონი / ალეკო შალამბერიძე:-"განსაკუთრებით მივმართავ ნინო ბურჯანაძეს"

ალეკო შალამბერიძე:-"განსაკუთრებით მივმართავ ნინო ბურჯანაძეს"

   "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივნის, ალეკო შალამბერიძის შეფასებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იმართება. მისი თქმით სააკაშვილის "გულზე მჯიღ-დარტყმით ნათქვამი სიტყვების-ჩვენ ჩავალთ  სოხუმში!" ნაცვლად მივიღეთ უფრო მძიმე მდგომარეობა, დაიკარგა კოდორის ხეობა, ქსნის ხეობა, პატარა და დიდი ლიახვის ხეობები,რომლებიც იყო უძლიერესი პლაცდარმი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების გზაზე. პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ "დღეს არის არჩევნები, რომელიც არ წყვეტს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა-არ ყოფნის საკითხს". 

  -"დღეს არის ნორმალურ პოლიტიკაზე გადასვლის დრო და მიმაჩნია, რომ საჭიროა ხალხმა გაითავისოს შექმნილი მდგომარეობა. "ქართულმა ოცნებამ" წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ შეძლო მთავარი დანაპირების-სამართლიანობის აღდგენის შესრულება. ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რის გარეშეც შეუძლებელია შეიქმნას სახელმწიფო. ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ამ არჩევნების დროს. 

   "თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვენეების" ახლადშექმნილი ბლოკი მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომ გავერთიანდეთ და განსაკუთრებით მივმართავ ნინო ბურჯანაძეს, რათა ჩვენ გაერთიანებული ძალებით შევძლოთ "ნაციონალრუი მოძრაობისა" და "ოცნების"  მიერ ჩამოყალიბებული ერთგვარი უძრაობის, რომელსაც კოჰაბიტაციას უწოდებენ დაძლევა. ერთიანობის შედეგად ჩვენ შევძლებთ პოლიტიკურ ასპაეზს მთლიანად ჩამოვაშორით "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცდილობს ოპოზიციის იარლიყი მიიკეროს და ციხეში არ ჩაჯდეს. ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ "ქართულ ოცნებას" რეალური ოპონირება გაერთიანებულმა ძალამ უნდა გაუწიოს".

 

18-04-2014, 04:23
უკან დაბრუნება