უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბალტიის ზღვაში ხომალდებს აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების თავდაცვისთვის აგზავნის.
ამასთან, უნიან-ის ცნობით, სწრაფი რეაგირების საზღვაო ჯგუფი ნორვეგიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ესტონეთის ხომალდებისგან შედგება.
ნატო-ს გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, კრიზისის პასუხად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთის საზღვრებზე პატრულირებას გააძლიერებს. მისივე თქმით, პატრულირება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით მოხდება.