ივერიონი / გააჩერე ავტომობილი! დაასვენე დედამიწა!

გააჩერე ავტომობილი! დაასვენე დედამიწა!

   პირველად დედამიწის დღე  1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. 22 აპრილი-დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილე ორგანიზაციები და მოხალისეები სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

დღეს ორგანიზაცია "ეკოტურიზმის განვითარების ცენტრი"-ს ინიციატივით დედამიწის დღესთან დაკავშირებით იმართება აქცია "ერთი დღე ავტომობილის გარეშე". ორგანიზაციის წევრები თხოვნით მიმართავენ ავტომობილის მფლობელებს, 22 აპრილს საკუთარი ავტომობილის ნაცვლად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ეკოლოგიის განვითარებისათვის.

    "22 აპრილს, დედამიწისდღესთანდაკავშირებით, ჩვენიორგანიზაციააწყობსაქციას - ერთიდღეავტომობილისგარეშე! გთხოვთშემოგვიერთდეთ, ერთიდღითგააჩერეთთქვენიავტომობილიდაისარგებლეთსაზოგადოებრივიტრანსპორტით. ამგზითგამოვხატოთსიმბოლურიმხარდაჭერაჩვენიპლანეტისმიმართ."

 

"ეკოტურიზმის განვითარების ცენტრი"

22-04-2014, 08:24
უკან დაბრუნება