უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია, ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, ვინც ემზარ კვიციანს თავდებში უდგება. მისი თქმით კვიციანი არსად აპირებს გაქცევას და შესაძლებელი იყო გირაოს სახით მისი გათავისუფლება.
-"ემზარ კვიციანს დეპუტატები თავდებში ვუდგებით და ვითხოვთ მის გათავისუფლებას, ის გაქცევი არსად არ არის, თავისი ფეხით, თავისი სურვილით ჩამოვიდა და შეიძლება გირაოს შეფარდებით გაათავისუფლონ. სხვას არაფერს ითხოვს არც თვითონ-მასაც და მის ოჯახსაც უნდათ სანამ სასამართლო იქნება არ დარჩეს პატიმრობაში. დანარჩენი გამოძიების საქმეა"-აცხადებს დეპუტატი.