ივერიონი / როდის გახდება ცნობილი ოდიშარიას პოზიცია?

როდის გახდება ცნობილი ოდიშარიას პოზიცია?

   საყდრისში მიმდინარე აქციას  ადგილობრივი უკმაყოფილო მოსახლეობაც შეურთდა. მათი განმარტებით სულ განადგურდა საძოვრები და სათიბები. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია "არ-ემ-ჯი გოლდი" საბადოს ადგილზე წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ შეწყვეტს, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ. თუ რა პოზიცია ექნება კულტურის მინისტრს სადრისი-ყაღაჩიანის საბადოსთან მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, ეს სავარაუდოდ ამ წუთებში კულტურის სამინისტროში მიმდინარე დახურული შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

   გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც გურამ ოდიშარიაც ესწრება საყდრისის საბადოს საკითხს განიხილავენ.

 

22-04-2014, 17:15
უკან დაბრუნება