ივერიონი / წვიამიანი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება

წვიამიანი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება

   როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ საქართველოში წვიმიანი ამინდი მომდევნო სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

 "ხვალ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში. აღმოსავლეთში ზოგან სეტყვასაც ვარაუდობენ. იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი წამში, რომელიც დროგამოშვებით 17–22 მეტრ/წამამდე გაძლიერდება.დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი 17–22 გრადუსამდე გათბება, მთაში 13–18, ხოლო მაღალ მთაში 9–14 გრადუსამდე.აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც 17–22 გრადუსი სითბო იქნება, მთაში 12–17, ხოლო მაღალ მთაში 8–13 გრადუსი" – აცხადებს გარემოს ეროვნულ სააგენტო.

 

22-04-2014, 17:49
უკან დაბრუნება