დედამიწის დღე ქუთაისშიც აღნიშნეს. დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ #40 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ალვის ხეები დარგო.
პირველ კლასელებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსიც მოაწყვეს, ხეებზე ბარათები დაკიდეს და ერთმანეთს დედამიწის დღე მიულოცეს.
საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
შოთა მურღულია: ,,ერთადერთი გზა, რითაც დედამიწის მოვლა შეგვიძლია, არის გარემოს დაცვა. უნდა შევეცადოთ, შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რაც ზიანს მიაყენებს დედამიწას. ნაკლებად დავაზიანოთ ბუნება და მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის".