ივერიონი / გურამ ოდიშარია:-"ჩამოვლენ სპეციალისტები, შეისწავლიან და დასკვნას გააკეთებენ"

გურამ ოდიშარია:-"ჩამოვლენ სპეციალისტები, შეისწავლიან და დასკვნას გააკეთებენ"

   კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია საყდრისის საბადოს ტერიტორიზე აქციის მონაწილეებს შეხვდა და დაპირდა, რომ უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ და ადგილზე იმუშავებენ. 

   -"ყოველდღე იქნება მონიტორინგი. ხვალ როგორც კი მთავრობის სხდომა დამთავრდება, ჩვენ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ წერილი მართლა მივიღეთ გერმანიის საელჩოდან, იყო შემოთავაზება, ასევე, სხვა ორგანიზაციებიდანაც, ამიტომ ჩვენ დავუკავშირდებით ყველას, ვინც შემოგვთავაზა სპეციალისტები, ისინი ჩამოვლენ, შეისწავლიან და დასკვნას გააკეთებენ" - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

   მინისტრი მაღაროშიც იმყოფებოდა და განაცხადა, რომ სადავო ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

 

23-04-2014, 01:10
უკან დაბრუნება