სოციალურ ქსელში "facebook"-ში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მისამართით უამრავი სალანძღვი წერილი თუ სტატუსი ქვეყნდება. საზოგადოება გიორგი გაბუნიას უნიჭო ხუმრობაში, "სტერვობაში" და ადამიანების დამცირებაში ადანაშაულებს. ქვეყნდება გაბუნიას დამონტაჟებული ფოტო-მასალები და ტელეწამყვანის მისამართით მუქარის წერილები.
-"სასწრაფო რეაგირებაა მოსახდენი, რადგან ეს არის ყოვლად სამარცხვინო პროექტი, რაც კი გაკეთებულა საქართველში. გაბუნიას შესაფასებელი არაა ხალხი და მას მორალური უფლება არ აქვს, რომ შეურაცყოფა მიაყენოს ვინმეს. მოქმედების დროა" _ განაცხადა კომპოზიტორმა და ავტორ-შემსრულებელმა გიორგი შალვაშვილმა.
"ივერიონი" უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ მასალას და ინტერვიუს გიროგი გაბუნიასთან.
გიორგი საკარული