24 აპრილს, 21:00 საათზე ძველ თბილისში (მეტეხის ხიდთან)
"ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" დედაქალაქის მოსახლეობას ოფიციალურად წარუდგნს თბილისის მერობის კანდიდატს ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს
"მოგეხსენებათ, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალები გავერთიანდით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სახელით.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ხელისუფლებაში მოსასვლელად.
15 ივნისს, საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი სწორი არჩევანით საბოლოოდ უნდა დაასრულოს დანაშაულებრივი ორგანიზაციის - "ნაციონალური მოძრაობის" ბოგინი, 15 ივნისს ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა უთხრას "ქართულ ოცნებას", რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა მისცა არა ახალ ერთმმართველობას, არამედ სამართლიანობის აღდგენას და სისტემურ ცვლილებებს, რაც დღემდე არ განხორციელებულა.
მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის სერიოზული შესაძლებლობა ხელისუფლებაში შეკრული მანკიერი წრის გარღვევისა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია "ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად დავასახელეთ ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
24 აპრილს, 21:00 საათზე ძველ თბილისში, მეტეხის ხიდთან "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" უკვე დედაქალაქის მოსახლეობას წარუდგნს ყველაზე ღირსეულ, ყველაზე რეიტინგულ თბილისის მერობის კანდიდატს ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს და ოფიციალურად გამოცხადდება კოალიციის საარჩევნო კამპანიის დაწყება მთელ ქვეყანაში.
ჩვენი კოალიციის სახელით საქართველოში, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და რაიონში გამარჯვებისთვის და პასუხიმგებლობის ხელში ასაღებად იბრძოლებენ პროფესიონალები, რომლებსაც ასევე უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ამომრჩეველს.
დადგა დრო, ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული, ქართული ღირებულებების მქონე პროფესიონალების გუნდი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ!"-ნათქვამია განცხადებაში.