ვის არ ნდომებია ან არ დაულაშქრავს წარმატების მწვერვალები? ყველა მათგანი ირწმუნება, რომ თუ რაიმე გულით გინდა ყველაფერს მიაღწევ. იგივეს თქმა შემიძლია წარმატებაზეც. შეუძლებელი არაფერია! მათ შორის არც წარმატების მიღწევა. წარმატება ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველი მდგომარეობაა. . . მთელი ცხოვრება ადამიანი მიზნებს ისახავს, რადგან განახორციელოს. დამეთანხმებით, რომ თითოეულ ჩვენგანს სურს ატაროს სტატუსი. . .
და მაინც. . . როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას, წარმატებული ადამიანის აქტიური ცხოვრება, დაუღლელი შრომა და ცხოვრების ერთადერთი დევიზი, წარმატება _ წარმატებისთვის! - სწორედ ეს იდეა და არსი ჩადო ახალგაზრდა რეჟისორმა და ოპერატორმა მიხეილ ჭიჭიბოშვილმა თავის მორიგ ფილმში, რომელიც ახალგაზრდა ბიჭზე, 25 წლის პაატა ბერიძეზე მოგვითხრობს.
პაატა მუსიკოსია და საყვირზე უკრავს. რეჟისორისა და მუსიკოსის გაცნობა კი კონსერვატორიაში მისავე სოლოკონცერტზე შედგა.
"როდესაც პაატას ვუსმენდი, რაღაც სხვა განცდა დამეუფლა. უდაოდ ნიჭიერი ადამიანია, პროფესიონალი მესაყვირე. მან თავის კოცნერტზე საყვირით რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები სხვადასხვა ჟანრში შეასრულა, რასაც საზოგადოების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა" _ განაცხადა მიხეილ ჭიჭიბოშვილმა.
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღებები ერთი წელია, რაც მიმდინარეობს. 27 წლის რეჟისორისთვის ეს რიგით მეორე ფილმია.
"ფილმის ქრონომეტრაჟი 40 წუთია, რომლის გადაღებებსაც დაახლოებით 3 თვეში დავასრულებ და მინდა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამდე რაც შეიძლება მალე მივიტანო. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ფილმი გამოდის, რადგან მასშ აღწერილია ერთი ნიჭიერი მესაყვირეს ცხოვრება და მოღვაწეობა. ის თუ როგორ შეიძლება უზარმაზარი, დაუღლელი შრომის ფასად ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას" _ აღნიშნა "ივერიონთან" საუბრისას ბიჭიკაშვილმა.
ფილმში ასევე მონაწილეობენ გია ყანჩელი, გოგი ჭიჭინაძე, თათა ლიჩელი და საზოგადოებისათვის სხვა ცნობილი საახეები. ისინი ახასიათებენ პაატას პიროვნებას და აფასებენ მის შემოქმედებას.
"ფილმში ასევე საინტერესო ჩანართები გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ პაატა ჯერ 25 წლისაა, მას ძალიან ბევრი პროფესიონალი მუსიკოსი დადებითად აფასებს" _ გვთხრა რეჟისორმა.
გიორგი საკარული