სამტრედიის სოფლებში მგლები დღისითაც დანავარდობენ...
სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბნის დასახლებაში მგლები შინაურ პირუტყვს შეესია. ბოლო 1 თვის განმავლობაში ნადირმა სოფელს 70 -მდე მსხვილფეხა პირუტყვი, 40 სულამდე თხა, 70 სულამდე ცხვარი და 60 სულამდე ღორი დაუგლიჯა.
დღის განმავლობაში მგლები გამოჩენას არ ერიდებიან, მტერჩვეულის დასახლებაში, კერძოდ წიაღის გორებზე არა ერთ ნადირს იხილავთ, სკოლაში დილით მიმავალ პედაგოგებს ნადირი აშინებთ, მშობლებს კი ბავშვების სკოლაში გაშვება ეშინიათ. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს, სოფლის დასახლება პანიკაშია და შიშით საცხოვრებელი სახლებიდან ვერ გადის. შესაბამისად, მოსახლეობა პირუტყვს დამუკიდებლად საბალახოდ არ უშვებს .
ადგილობრივების განცხადებით, სამი თვის წინ რეაგირებისათვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს. სამტრედიის რაიონის გამგეობას კი ამ დრომდე მგლების განადგურების ნებართვა არ მიუღია. მეტიც, მოსახლეობის თქმით ნადირის მოკვლის შემდეგ მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
სოფელ წიაღუბნის გარდა სხვადასხვა დროს მგლები გურიის ზემო სოფლების საბალახოებზეც ხშირად ჩნდება, კიდევ რამდენიმე სოფელშიც ნადირი მგელი არხეინად დადის - გომი, გომნატეხები, ნაწილოფეთი, ოფეთი, მტერჩვეული, წიაღუბანი, თხილაგანი და სურები, ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, რომელთა მოსახლეობას მგლებმა დიდი ზარალი მიაყენა. სოფლის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ:
-"თუ ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, სოფელი გადაშენების პირას მივა".
დათო ცხვარაძე