ქუთაისში რამდენიმე დღის წინ, მწერალ ზურაბ კუხიანიძის ძეგლს რეაბილტაცია ჩაუტარდა. როგორც"ივერიონს" ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა ანდრო მარჯანიშვილმა განუცხადა, მერიას ზურაბ კუხიანიძის ძეგლის რეაბილიტაციისთვის 1 თეთრი არ დაუხარჯავს.
-"სამსახურში მოვიდა პიროვნება, რომელიც ზურაბ კუხიანიძის შვილის მეგობრად გამეცნო. მან მითხრა, რომ საკუთარი სასხრებით განახორციელებდა ძეგლის რეაბილიტაციას. ჩვენ მივეცით ნება და ზურაბ კუხიანიძის ხსოვნის საპატივცემულოდ მოხდა ძეგლის განახლება,"–განაცხადა ანდრო მარჯანიშვილმა
დათო ცხვარაძე