შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში რუსმა სამხედროებმა 43 წლის ზაურ მელაძე დააკავეს. ზაურ მელაძის დის, მაია მელაძის ცნობით, დაკავება 23 აპრილს, დღის 12 საათზე მოხდა.
-,,როგორც ჩემმა თანასოფლელმა მითხრა, ჩემი ძმა ყარაფილის საძოვრებზე ძროხებს აძოვებდა. საქონელი გაქცეულა და ჩემი ძმა მათ გამოსაბრუნებლად დაედევნა.მავთულხლართები ამ ტერიტორიაზე არ არის, ამიტომ აღმოჩნდა ისეთ ადგილზე,რომელსაც რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ." – განაცხადა მაია მელაძემ.
ზაურ მელაძე ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ცხინვალში იმყოფება. აპრილში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს კასპის რაიონიდან ადგილობრივი მოქალაქეები დააკავეს.