საქართველოში ვიზიტით მალტის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ ველა იმყოფება. ის დღეს შეხვედრებს გამართავს პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
პირველი შეხვედრა 10:15 წუთზე მაია ფანჯიკიძესთან შედგება, 11 საათზე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ ველა ერთიობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 11:30 წუთზე მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება.
შეხვედრებისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ცნობილია, რომ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერის მნიშვნელობაზე.