ივერიონი / ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი დააკავეს

ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი დააკავეს

     რამდენიმე წუთის წინ, ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი დააკავეს. გამგებლის დაკავება  ინციდენტს მოჰყვა, როდესაც ყვარლის გამგებელის,  დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს. ქევხიშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ 16 პირი.

   ამ წუთებში ყვარლის მუნიციპალიტეტის შენობაში და შენობის გარეთაც პოლიციაა მობილიზებული.

დღეს საკრებულოს სხდომა იგეგმება, სადაც გამგებელი დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში გამგებლის კაბინეტი დაკავებული ჰქონდათ და მოქალაქეებს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

 

 

25-04-2014, 12:42
უკან დაბრუნება