ცოტა ხნის წინ, ``ქართული ოცნების`` ცენტრალურ ოფისში, ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.
ბიძინა ივანიშვილს შენობაში შესვლამდე, ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად კომენტარი არ გაუკეთებია. კითხვაზე, თუ რა სტატუსით ესწრება შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი, უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ასეთ შეხვედრებზე დასასწრებად ბიძინა ივანიშვილს სტატუსი არ სჭირდება.
"ბიძინა ივანიშვილს რა სტატუსი უნდა იმისთვის, რომ შეხვედრას დაესწროს?! რაც უფრო ხშირად ვნახავ ივანიშვილს, უფრო გამიხარდება", - აღნიშნა ძიძიგურმა. მისივე თქმით, ივანიშვილი ხვალინდელ ყრილობასაც დაესწრება.
დღევანდელ შეხვედრაზე მერობისა და გამგებლების კანდიდატებზე მსჯელობენ.