მთავრი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის საქმეზე ბრალდებულ ერეკლე კოდუას და გია სირაძის შემთხვევაში, საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა შესაბამისი პიროვნებების პასუხისგებაში მიცემა.
,,საბოლოო ჯამში არსებობს სასამართლო, რომელიც საკმაოდ სამართლიანია და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს, ახლა სწორედ სასამართლოში უნდა წავიდეს ეს საქმე და სწორედ სასამართლოს განხილვით დადგინდება იყო თუ არა ის მტკიცებულებები საკმარისი, რასაც პროკურატურა წარადგენს კონკრეტული პირების მსჯავრდებისათვის"- განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი წაუყენა.