ქათმის ხორცს, რომელსაც მოსახარშად 12 საათზე მეტი სჭირდება, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე არაერთ დახლზე წააწყდებით. დაკლული ქათმის გასაყიდი ფასი 5 ლარია, სამწუხაროდ, მოსახლეობა ცდება და ყიდულობს, თითო ქათამი კილონახევარზე მეტს იწონის. თუ გოდოგნის ქათამი კილო 6 ლარი ღირს, ამ კილონახევრიან ჩინურ ქათამს 1 ცალს 5 ლარად ყიდულობს მომხმარებელი, მოტყუებული მყიდველი ხვდება, რომ ფული კი არ დაზოგა, არამედ ქარს გაატანა.
ციალა კირკიტაძე:-"აღდგომის წინა დღეს ვიყიდე 5 ცალი ქათამი. შეხედულად მომეწონა, კარგები იყო, მსუქნები, ყვითლები, მართლაც რომ შეხედავ მოგეწონებოდა. არ ვიცოდი რატომ ღირდა ასე იაფი, ვიკითხე ხომ არის კარგი ხორცი ან ჭირიანი ხომ არ არის ასე იაფად რომ ყიდით- თქო და მითხრეს, არა სოფლიდან ვარ, დამრჩა რამდენიმე და მეჩქარება სახლში წასასვლელი ვარო. ვიყიდე. ძალიან ბევრი ხალხი იყო გარშემორტყმული და მიტომ ვიყიდე, მივიტანე სახლში, ყველას გაუკვირდა, ასე იაფი როგორ მიეციო, მეტიც, გამეხუმრა ჩემი მეუღლე, სულ არ გავზრდით ქათამს თუ 2 კილოიან ქათამს 5 ლარში ყიდულობ, თან დაკლულს და გასუფთავებულსო...დავადგი ეს ქათმები მოსახარშად, გავიდა ზუსტად 7 საათი და ქათამი როგოც ჩავდე, ისე დამხვდა ქვაბში, ის კი არადა ზომაშიც მოუკლია და ამხელა ქათამი პატარა წიწილად ქცეულა. საშინელება, რამდენ ხალხს ატყუებენ, ვითომ გოდოგნის ქათამია."
ლელა პერანიძე:- " საშინელი ხორცია, რომელიც არ იხარშება. კი იყიდება და მომხმარებელი შეცდომაში შედის, ამას მთავრობა არ უნდა უშვებდეს, მაგრამ მთავრობამ დიდი ხანია დაგვივიწყა ჩვენ , რამდენი ხალხი ყიდულობს, წყვეტაა ზედ და ბოლოს რა? რჩება ხალხი მოტყუებული! დამაინტერესა, საიდან მოჰყავთ ეს ქათმები და გავიგე რომ მოხუცთა და ხანდაზმულთა პანსიონიდან საფიჩხიის ცენტრიდან მოჰყავთ თურმე. იქ ფერმიდან გამოჰყავთ, ასაღები ფასი ცოცხალი დედალის 3 ლარია და შემდეგ ესენი ასუფთავებენ და ყიდიან 5 ლარში, ხან 4 ლარშიც. ქათმებს დიდი ბიბილოები აქვთ ძალიან, მაგრამ როცა ყიდიან, ფეხებიც მოჭრილი აქვს და თავებიც, არ გაჩვენებენ რომ არ იცნო.
P.შ. ჩვენ შევეცადეთ ჩაგვეწერა გამყიდველი ქალბატონი, დავინტერესდით, თუ საიდან მოჰქონდათ დაკლული ქათმები. ქალბატონი ჩვენმა შეკითხვამ გააღიზიანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, დეზინფორმატორები გვიწოდა და დაგვემუქრა კიდეც, რომ მას მერიაში ჰყავს ნათესავი და ჩვენ სამსახურს დაგვაკარგინებდა.
დათო ცხავარაძე