ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილმა საკუთარი თავი დააპატიმრა როდესაც საქართველოდან მოკურცხლა

პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილმა საკუთარი თავი დააპატიმრა როდესაც საქართველოდან მოკურცხლა

" ჩვენი პოლიტიკაა, რომ რუსეთთან მოხდეს მშვიდობიანი და დისტანცირებული პოლიტიკის გატარება. მე წლების მანძილზე ვიყავი ერთად-ერთი ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ სააკაშვილი თამაშობს რუსეთის თამაშს. მე ვლაპარაკონ ყოველთვის არგუმენტებით და  ვასახელებდი მას პრორუსულ ძალად. მან ეს ყველაფერი კარგად იცის და ამიტომაც ცდილობს რაღაცეების გადმობრალებას"._ ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქცია"-ში გააკეთა. რაც შეეხება სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი.  

_ სააკაშვილის დაპატიმრებაზე არავინ ლაპარაკობს. მან ისე მოკურცხლა საქართველოდან, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასაც არ დასწრებია. მასთან მართლაც გაუჩნდა პროკურატურას კითხვები, თუმცა მან საკუთარი თავი თვითონ დააპატიმრა, რომ ის ვერ ჩამოდის საქართველოში.

 

25-04-2014, 23:07
უკან დაბრუნება