კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას 17 საათზე სპორტის სასახლეში ოფიციალურად დაიწყებს. დღეს სპორტის სასახლეში 12 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატები დასახელდება. როგორც უკვე ცნობილია თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია იქნება, რუსთავში-დავით ჯიქია, ხოლო ქუთაისში-მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" შოთა მურღულია იბრძოლებს.
რაც შეეხება სიის პირველ ნომერებს დღეს ისინი დასახელებულნი არ იქნებიან. დღევანდელ შეხვედრაზე არ გახდება ცნობილი არც საკრებულოების შემადგენლობა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს პრემიერ მინისტრი, ასევე თბილისის მერობის კანდიდატი, რომელიც ძირითადად საარჩევნო პროგრამასა და მთავარ გზავნილებზე ისაუბრებს. სიტყვას წარმოთქვამს კახა კალაძეც, რომელიც უკვე სპორტის სასახლეში იმყოფება.
შეხვედრას დაესწრებიან რეგიონებიდან ჩამოსული აქტივის მხარდამჭერები.
ამ დროისთვის სპორტის სასახლეში შეხვედრის დაწყებისთვის ტექნიკური მომზადება მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ საათში შეხვედრა გახსნილად გამოცხადდება.