დღეს სპორტის სასახლეში თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საარჩევნო პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი მიუსაფარ მოქალაქეებზე ზრუნვაა.
-"ჩვენი ვალდებულებაა მიუსაფარ მოქალაქეებს შევუქმნათ ცხოვრების ელემენტალური პირობები, ისინი ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. ამ მიმართულებით ჩემი მინისტრობის პერიოდში ქვეყნის მაშტაბით რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მათ შორის თბილისშიც. 2013 წელს პირველად მოეწყო თავშესაფარი მიუსაფარი მოქალაქეებისთვის. არასდროს დამავიწყდება იმ ადამიანების სიხარულით სავსე თვალები, რომელიც პირველი თავშესაფარის მოწყობისას იყო. დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი ამ პრობლემების გამკლავებას შეძლებს".
ნარმანიას განცხადებით სპეციალისტებისა და საზოგადოების მხარდაჭერით ის შექმნის ქალაქის განვითარების პრინციპულად ახალ გენერალურ გეგმას.