თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ძალაში დარჩა ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სააპალაციო სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საჩივრის თაობაზე სასამართლოში უკვე შეტანილია და ოქრუაშვილი სააპელაციოს პასუხს 28 აპრილს ელოდება.
როგორც მკითხველისთვის ცნობილია ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სააპელაციო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარს ხვალ, 28 აპრილს განიხილავს.