ივერიონი / "Известия"-"თბილისში უკრაინაში გასამგზავრებელ მოხალისეებს ამზადებენ"

"Известия"-"თბილისში უკრაინაში გასამგზავრებელ მოხალისეებს ამზადებენ"

  "საქართველოში ადგილობრივ ნაციონალისტებს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ"- წერს გაზეთი "Известия". როგორ გამოცემა იუწყება, ეს ინფორმაცია მას საქართვერლოს პარლამენტიდან მიაწოდეს. მოხალისეებს თბილისში ამზადებენ. როგორც გაზეთი წერს, მათ ორგანიზება ექს-პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილმა უფროსმა გოჩა ბახიამ გაუწია, რომელიც ამჟამად ფინეთში იმალება. როგორ გამოცემა ამობობს, მოხალისეებმა სამხედრო ოპერაციებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც პრორუსული აქტივისტების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

   "Известия" -ს ცნობით, მოხალისეების მომზადებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უწევენ, რომელიც ხელისუფლებაში იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.

   წყარო armada.ge

 

27-04-2014, 18:48
უკან დაბრუნება