საქართველოს ეროვნული აკადმიის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ლილუაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლება მიზან მიმართულად ამწვავებს და აქეზებს ქვეყანაში არსებულ უმცირესობებს და მათ გამომწვევ პოზიციას ფინანსურადაც ახალისებს კიდეც.
-"სამწუხაროა როდესაც საკანონმდებლო ორგანო დაკავებულია არაფრის მომცველი კანონშემოქმედებით. საქართველოს კანონმდებლობაში ამ კანონის გარეშეც დარეგულირებულია ადამიანის უფლებები და საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც არის მუხლები, რომლებიც ადამიანის თანასწორუფლებიანობას განსაზღვრავს, თუმცა მათ არავინ იცავს. ახალი კანონების მიღება არ გამოიწვევს უფლებათა დაცვას. ეს მიმართულია პიარზე და საზოგადოების უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. მაგალითად, სექსუალური უმცირესობების საკითხს როდესაც წინა პლანზე წევენ, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, ანაბრების დაბრუნებას, სამართლიანობის აღდგენას და სოციალურ საკითხებს სადღაც უკანა პლანზე აჩუმათებენ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება მიზან მიმართულად ამწვავებს და აქეზებს ქვეყანაში არსებულ უმცირესობებს და მათ გამომწვევ პოზიციას ფინანსურადაც ახალისებს კიდეც. რასაც ბევრ შემთხვევაში ქვეყანაში მაცხოვრებელი უმრავლესობის სამართლიანი მწვავე პროტესტი და რეაქცია მოჰყვება. ისტორიულად ქართველი ერი თავისი რელიგიური მრწამსით, შემწყნარებლობით პოლიტიკას ეწეოდა ყველა რელიგიური აღმსარებლობის, სხვა ეროვნების თუ სექსულური უმცირესობების მიმართ. არავის არ დაუშლია კინტოებისათვის ქვეყანაში ცხოვრება და ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღება, რათქმაუნდა კინტოებიც იცავდნენ დანარჩენი მოსახლეობის უფლებებს და არ შეურაცხყოფდნენ მათ ღირსებასა და ტრადიციებს. კანონის დარღვევისათვის კი ყველა თანაბრად ისჯებოდა და ყველა კანონის უზენაესობას აღიარებდა. დღეს კი საქართველოში, სამწუხაროდ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, რასაც უნდა მიექცეს ძირითადი ყურადღება და სწორედ შერჩევითი სამართლის აღმოფხვრა უნდა მოხდეს ქვეყანაში. კანონის დარღვევა, ღირსებისა და თავისუფლებების შელახვა არავის არ უნდა ეპატიოს".