თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საბერძნეთში გაემგზავრა. ის იმ სასამართლო პროცესს დაესწრება, რომელზეც საბერძნეთში დაკავებული დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხი უნდა განიხილონ.
როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს აქვს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს საქართველოში დათა ახალაიას ექსტრადირება.
გავრცელებული ინფორმაცით, დათა ახალაია ყალბი დოკუმენტებით, სხვა სახელითა და გვარით იტალიაში გადასვლას ცდილობდა, როდესაც დააკავეს.