ივერიონი / საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პენტაგონში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 29 აპრილს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ალასანია ასევე შეხვდება თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

30 აპრილს ალასანია სიტყვით გამოვა აშშ–ის ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე "ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ".

 

29-04-2014, 13:05
უკან დაბრუნება