ივერიონი / ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის კანონპროექტს განიხილავენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის კანონპროექტს განიხილავენ

"გვინდა, რომ ქვეყანაში დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი ადამიანის უფლებების დაცვის, რადგან თითოეული მოქალაქე გრძნობდეს დაცულად თავს. ვიწყებთ სწორედ ამ სტრატეგიის განხილვას, რომლითაც ქვეყანას ექნება უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო დოკუმენტი და გატარდება სერიოზული რეფორმები, რომლითაც ძალიან მაღალი იქნება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი და ეს გამოცხადდება სწორედ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად" - ამის შესახებ განცხადება  ეკა ბესელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე გააკეთა. ბესელიას განცხადებით,  ეს სტრატეგია,  შვიდ წელზე იქნება გათვლილი და ქვეყანაში ბევრი რეფორმის გატარების საფუძველი გახდება.

კანონპროექტის განხილვას  დაესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ისინი კანონპროექტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებენ და კონკრეტული შენიშვნებიც აქვთ. განხილვაში მონაწილეობის მიღებას აპირებს "ნაციონალური მოძრაობაც". კანონპროექტს, მიმდინარე კვირაში სესიაზე გაიტანენ.

 

29-04-2014, 13:15
უკან დაბრუნება