ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემების დასაძლევად, სოციალური პრობლემების მონიტორინგისთვის და ადვოკატირებისთვის ახალი კოალიცია შეიქმნა.
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია: "მამული, ენა სარწმუნოება", "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი", "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" და "სამოქალაქო უფლებათა დაცვის ასოციაცია" გაერთიანდნენ და ახალი კოალიცია შექმნეს, თუმცა კოალიციის წევრებს იმედი აქვთ, რომ რიცხობრივად კიდევ გაიზრდებიან. კოალიციის მიზანია კოორდინირებული მუშაობა.
- "არსებობს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების, საია და კიდევ რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა ფონდებიდან. ჩვენი კოალიცია შექმნის ალტერნატიულ მხარეს, ამ საიების და სხვა გაურკვეველი წარმონაქმნების, ანგაჟირებული არასამთავრობოებისგან განსხვავებულს", - განაცხადა "მამული, ენა სარწმუნოების" თავმჯდომარემ ლადო სადღობელაშვილმა.