ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტის განხილვას იწყებს. კანონპროექტის განხილვას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დასწრებიან და კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.
შეგახსენებთ, რომ 40-მა არასამთავრობო და რელიგიურმა ორგანიზაციამ ხელისუფლების მისამართით სპეციალური მიმართვა შეიმუშავა. კერძოდ, მიმართვის ავტორები მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ, დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნები გაითვალისწინონ.
კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველისთვის სასამართლოს დახმარებით დაჯარიმების ფუნქციის მინიჭებას მოითხოვენ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა მათი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს, რათა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტური გახდეს.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის პროექტს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.