მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვის გადადების თხოვნით მიმართა, კანონპროექტის განხივლა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს მაინც მოხდება. როგორც ცნობილია განხილვას არასაპარლამენტო ოპოზიციის, საპატრიაქროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ანტიდისკრიმინაციულ კანონს გამოეხმაურა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ახვლედიანი და განაცხადა, რომ დღეს ამ კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიციატივის წინააღმდეგ მთლიანად საქართველო გამოვა.
-"როდესაც "ქრისტიან-დემოკრატები" რამდენიმე თვის წინ ვსაუბრობდით, რომ აუცილებელი იყო კონსტიტუციაში შეგვეტანა ისეთი ნორმები, რომელიც ერთ სქესიანთა ქორწინების პრევენციას მოახდენდა, ხელისუფლებაში გვეუბნდებოდნენ, რომ ეს აქტუალური არ იყო. რამდენიმე თვეში კი უკვე დავინახეთ, რომ დღევანდელი ფსევდოლიბერალური აზროვნების ხელისუფლება გარყვნილებასაკანონებს, როგორც ნორმას; ამიტომ კომიტეტის სხდომაზე დავაყენებთ ამ კანონპროექტის გაწვევის საკითხს".