საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება. "მოქალაქეობის შესახებ" კანონი პარლამენტს უკვე მესამე მოსმენით წარედგინა. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, არსებობს მიეზები, რამაც ახალი რეგულაციების ამოქმედების საჭიროება გამოიწვია.
"კანონპროექტის მთავარი სიახლე არის ის, რომ მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება. თავდაპირველი ვერსიის თანახმად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის თანხმობა - კონტრასიგნაცია. ვფიქრობ, ამ უფლების პრეზიდენტზე გადაცემით კანონი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს კონსტიტუციასთან", - განაცხადა ბარამიძემ.