"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციური კოალიციის'' მთავარი პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს, რადგან დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობა სოფლის, ქალაქის და ქვეყნის მშენებლობის ქვაკუთხედი და სტაბილურობის გარანტია. კითხვაზე, თუ რას ელის 15 ივნისის არჩევნებისგან, შალვა ოგბაიძემ განაცხადა:
-"დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობა სოფლის, ქალაქის და ქვეყნის მშენებლობის ქვაკუთხედი და სტაბილურობის გარანტია. სამწუხაროა, რომ დღეს მხოლოდ ორი პარტია წყვეტს ერთპიროვნულად ქვეყნის მართვის ბედს. ამ ორიდან ერთი-,,ნაციონალური მოძრაობა'' წარმოადგენს არა პოლიტიკურ პარტიას კლასიკური გაგებით, არამედ დამნაშავე რეჟიმს, რომელსაც მმართველი პარტია ,,ოცნება'' სასათბურე პირობებს უწყობს(გავიხსენოთ ყბადაღებული ,,კოჰაბიტაცია'', რომელიც დღესაც გრძელდება). სასიკეთო ძვრების პერსპექტივა გაჩნდება მხოლოდ და მხოლოდ რეალურად კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარდამავალი ,,გაუგებრობა'' შეიძლება გახანგრძლივდეს".