მიმდინარე წლის 29 აპრილს, იაპონიის მთავრობამ გამოავლინა იაპონიის იმპერატორის ყოველწლიური საგაზაფხულო ჯილდოს მფლობელები. მათ შორისაა ბატონი საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი კარლო ქველაძეც, რომელიც ოქროს სხივებითა და ლენტით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენით ჯილდოვდება. ჩვენს თანამემამულეს აღნიშნული ორდენი გადაეცემა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებში მის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ჯილდო: ოქროს სხივებითა და ლენტით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი
დანიშნულება: იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობებში მის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად.
სახელი (ასაკი): კარლო ქველაძე (81 )
თანამდებობა: საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი
მისამართი (მოქალაქეობა): თბილისი, საქართველო
მინი დოსიე: ბატონმა კარლო ქველაძემ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1956 წელს. იყო სტალინური სტიპენდიანტი და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დატოვეს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე, სადაც 50 წელიწადი მუშაობდა ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად. 1962-63 წლებში სამეცნიერო მივლინებით, გაიგზავნა ჩეხოსლოვაკიაში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1963 წლიდან, ის მუშაობს საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული და მეგობრული ურთიერთობების საზოგადოებაში, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად, ფუნქციონირებდა საქართველოს იაპონიასთან მეგობრობის განყოფილება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზოგადოებამ შეწყვიტა ფუნქციონირება და მის ნაცვლად 1991 წელს, დაარსდა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ასოციაცია, რომლის დაარსების დღიდან დღემდე კარლო ქველაძე აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტია.
მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იაპონიასთან მეგობრული და კულტურული ურთიერთობის განვითარებაში. საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ასოციაციის ინიციატივით და მხარდაჭერით, თბილისში გაიხსნა იაპონური ენის შემსწავლელი კურსები. საზოგადოებას მჭიდრო მეგობრული კავშირი ჰქონდა იაპონია-ევრაზიის ქვეყნების ასოციაციასთან.
კარლო ქველაძის ინიციატივით, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, კერძოდ, ბათუმსა და თელავში დაფუძნდა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ასოციაციის ფილიალები...
ინფორმაცია მოგვაწოდა იაპონიის საელჩომ საქართველოში.