პარტიამ "მომავალი საქართველო" ცესკო-ში 2014 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებისათვის რეგისრაცია გაიარა და პარტიის მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.
გიორგი ლაღიძეს თბილისის ქუჩებში საკმაოდ ხშირად უწევს სიარული და ამბობს, რომ დედაქალაქის ქუჩებში სავალალო მდგომარეობაა შექმნილი, რომლის გამოსწორებას შესაბამისი სამსახურები არ ცდილობენ.
-დედაქალაქის გზებზე შექმნილი მდგომარეობა და პრობლემები ოთხმოცდაათიან წლებს მაგონებს. გაფუჭებული გზის საფარი სერიოზულ პრობლემებს უქმნის მძღოლებს და ასევე ფეხით მოსიარულეებსაც. სრულ უნიათობას იჩენენ დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები და არავინ ცდილობს გამოსავალის მოძებნას.
-ბატონო გიორგი, თბილისის მერობისთვის საკმაოდ დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, რატომ უნდა მოგცეთ მაინც და მაინც თქვენ ამომრჩეველმა ხმა? რას პირდებით თბილისელებს?
-ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში დედაქალაქის ბიუჯეტი სწორად დაიგეგმება, დაფინანსდება სოციალური პროექტები და რეალურად შეეწყობა ხელი მცირე და საშუალო საშუალო ბიზნესის განვითარებას. რაც ყველაზე მთვარია არ გაქრება მერიასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია და ნებისმიერ თბილისელს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება თავისი სათქმელი გვითხრას. თბილისში ძალიან ბევრი პრობლემაა და თუ ამომრჩეველი გვერდით დამიდგება, მე მათ ვპირდები, რომ ყველა ეს პრობლემა მოგვარებადია და აუცილებლად მოგვარდება კიდეც ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
-დღეს საკმაოდ მწვავედ დგას ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის არსებული სახით მიღების საკითხი.
-მიმაჩნია რომ ამ კანონს საქართველოს პარლამენტი ნაჩქარევად განიხილავს, მე ვფიქრობ აუცილებელია შეჩერდეს ამ კანონპროექტის განხილვა, მითუმეტეს რომ საპატრიარქოს რეკომენდაციაც ასეთია, აუცილებელია ამ კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს და საზოგადოების ფართო მასების მონაწილეობით, ნაჩქარევად პარლამენტის მხრიდან ამ პროექტის მიღებას შეიძლება მოყვეს საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა.
-უკვე რამდენიმე დღეა თბილისი მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას შტაბი გაიხსნა თქვენი ოფისის ახლოს, როგორი გრძნობაა, როცა კონკურენტი ასე ახლოს გყავთ?
-იყოს, მაგას თავისი საქმე აქვს, მე ჩემი...საქართველოში მედროვეებს რა გამოლევს, ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ახლა პირადად და თან ყოველ წუთას რომ ვხედავ, გაოცებული ვარ, რა დონის მლიქვნელობის უნარი გააჩნია ხალხს. მოკლედ, ადამიანები რომლებიც ჯერ შევარდნაძეს ასხამდნენ ხოტბას,შემდეგ სააკაშვილი გააღმერთეს, ახლა გულზე მჯიღს იბაგუნებენ და ნარმანიას და ოცნებას ერთგულებას უმტკიცებენ. ალბათ ფიქრობენ, იქნებ მოწყალება ჩვენთვისაც გაიღონ და რაიმე თანამდებობას გამოვკრათ ხელიო, მედროვეები რომ ყველა დროში არიან ეს არ არის უცხო,მაგრამ ყველაზე მეტად გამაკვირვა საზოგადოებისათვის საპატივცემულო ადამიანების საქციელმა, მოკლედ ბატონი გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე ისე აქებენ ნარმანიას პირდაპირ გაოცებული დავრჩი. რას ვიზამთ, ესეც სახელმწიფოს სისუსტის ბრალია მსახიობებს და გამოჩენილ ადამიანებს შესაბამის ყურადღებას რომ არ უთმობს,რაქნან ამ ადამიანებმა, ბიძინა ივანიშვილთან ვალში არიან და ასე ცდილობენ სიკეთის გადახდას,თორემ რომ შეეკითხო ბატონ გივის,და ბატონ კახის ნარმანიას სიკეთის შესახებ ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვიან.....
-გამარჯვების იმედი გაქვთ და საერთოდ, როგორია თქვენი პროგნოზი შედეგებთან დაკავშირებით?
-ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით არჩევნებისთვი, აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას და ზოგიერთი პოლიტიკოსივით ხალხი მარტო არჩევნების დროს არ გვახსენდება, ჩვენ სისტემატურად ვიცავთ ხალხის ინტერესებს, რაც შეეხება შედეგებს ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება არჩევნები, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში ჩვენ სერიოზულ შედეგს ვაჩვენებთ.