პენსიონერებს, რომლებიც საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიაში იმუშავებენ, ან ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საატესტატო გამოცდებს დააკვირდებიან და ხელფასს აიღებენ, ერთი თვის პენსია არ ჩაერიცხებათ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დავით ლომიძის განცხადებით, ეს წესი 2006 წლიდან მოქმედებს.
"ეს პირველი შემთხევევა არ არის, რომ პენსიონერებს საჯარო სამსახურის შესრულებისას პენსიაზე უარის თქმა უწევთ. ყოველთვის იყო ასეთი შეზღუდვა. მე არ გამოვრიცხავ, რომ წინა მთავრობის ზოგიერთი თანამშრომელი ამაზე თვალს ხუჭავდა. ეს არ ვიცი, მაგრამ ეს კანონის დაღრვევაა. სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში წერია, რომ პენსიის შეწყვეტის ერთ–ერთი პირობა საჯარო საქმიანობის განხორციელებაა, ცსკ–სა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობა კი სწორედ საჯარო საქმიანობაა. სახელმწიფო პენსიების კანონით გათვალისწინებულია, რომ ვინც საჯარო საქმიანობას განახორციელებს, პენსია შეუწყდება. ეს ჩანაწერი ახლა არავის მიუღია, ის 2006 წლიდან არსებობს. აქ არის მუხლი, რომელიც პენსიის შეწყვეტის საფძვლებს განმარტავს. იქვე არის განმარტება, რას ნიშნავს საჯარო საქმიანობა"– აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ჯანდაცვის სამინისტროს არ ეთანხმება ცენტრალური საარჩევნო კომისია და აცხადებს, რომ მსგავსი შეზღუდვა წინა წლებში არ ყოფილა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი კი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და დაინტერესებულ პირებს საკითხის გარკვევას იმათტან ურჩევე, "ვინც პენსიას გასცემს".