კომპანია "თელასის" ინფორმაციით დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, რომლის დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
დიდგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ზემო ვეძისის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის, ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, შავგულიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ოსეთის, ვოლოდარსკის და ლევანდოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლებაში გოძიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის VIII, XI, XII, და XIII კილომეტრების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, ფარნავაზ მეფის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ძმები გარიშვილების ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის X კვარტლის და სოფელ დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.