დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომა "ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის" დღევანდელ სესიაზე გატანის საკითხს განიხილავს. გუშინ აღნიშნული კანონონპროექტის განხილვამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებაც კი გამოიწვია.
სხდომაზე მყოფი საპატრიარქოს წარმომადგენლები და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წევრები კანონპროექტიდან ორი ფრაზის - "გენდერული იდენტობისა" და "სექსუალური უმცირესობის" ამოღებას ითხოვდნენ, მაგრამა კომიტეტმა მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და კანონპროექტის პირველი მუხლი უცვლელი დატოვა.
გავა თუ არა პლენარულ სესიაზე "ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი" მეორე მოსმენით განსახილველად,სწორედ დღევანდელი ბიუროს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.