ივერიონი / თემურ შაშიაშვილი:-"რა საქმე აქვს დღეს სააკაშვილს არაბ შეიხებთან?"

თემურ შაშიაშვილი:-"რა საქმე აქვს დღეს სააკაშვილს არაბ შეიხებთან?"

   "თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი ამ დღეებში არაბ შეიხებს შეხვდა, ხოლო ახლო მომავალში აზერბაიჯანში ჩავა და გარკვეულ პირებს შეხვდება.  

   -"ამ დღეებში არაბ შეიხებს შეხვდა სააკაშვილი, რა საქმე აქვს მას ახლა მათთან?  მათთან ჩავიდა ინფორმაციით, რომ ამერიკა, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ნახევარი წლის შემდეგ ჩვენ დავბრუნდეთ ხელისუფლებაშიო. ვინმე უშვებს იმას, რომ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად შეიძლება მობრუნდეს ხელისუფლებაში? ეს ხომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. მათი დაბრუნება გამორიცხულია. მე ვხედავ უამრავ ადამიანს და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰუმანოიდები ჰქვიათ, რომ ისინიც კი მზადარიან იარაღი აიღონ ხელში და სააკაშვილის მობრუნების პროცესი შეაჩერონ. რაში ჭირდება გარე ძალებს ეს ყველაფერი? ისინი ამბობენ, რომ ცოტა შევიწროვებულები ვართ ამ ხელისუფლების მიერ, ადრე უფრო ვბობოქრობდით და ამიტომ აქ ლაპარაკია ფულის გარკვეულ მობილიზებაზე, რომ ამ არჩევნებზე მოხდეს მათი შემოყვანა ხელისუფლებაში. უარყოს ვინმემ, რომ სააკაშვილი არ შეხვედრია არაბ შეიხებს. მე ვადასტურებ, რომ ეს შეხვედრა შედგა. ვადასტურებ იმასაც, რომ ამ დღეებში სააკაშვილი ჩავა აზერბაიჯანში, სადაც ექნება გარკვეულ სახელისუფლებო და ფულიან ხალხთან შეხვედრა და ეს ყველაფერი კავშირშია იმასთან, რომ არჩევნებისთვის დიდი თანხების მობილიზება მოხდეს. არჩევნებში ორი დიდი ფული ეჯახება ერთმანეთს -"ნაციონალური მოძრაობის" ბანდიტური ფული და "ქართულ ოცნებაში" მობილიზებული ფილი. არ მინდა დავიჯერო, რომ ქვეყანაში მხოლოდ "ოცნების" და "ნაციონალების" არსებობის დავალება გარედანაა მიღებული. თუმცა ვხედავთ, რომ პროცესები გარედან რეგულირდება".     

 

30-04-2014, 13:36
უკან დაბრუნება