ივერიონი / მოგვევლინება თუ არა სახალხო დამცველი სახალხო დამსჯელის როლში?

მოგვევლინება თუ არა სახალხო დამცველი სახალხო დამსჯელის როლში?

არასამთვრობო ორგანიზაციები პარლამენტის მიერანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის  არსებული ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან და კანონის მიღების შემოდგომამდე გადავადებას მოითხოვს. მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა შესწორებების შემდეგ პირველი მოსმენით მიიღო, იურიდიულად გაუმართავია და თუ პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს აღნიშნული სახით მიიღებს, „სახალხო დამცველი სახალხო დამსჯელის როლში მოგვევლინება“.

როგორც უფლებადამცველებმა 12 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს,  აღნიშნული კანონი საქართველოს ეკლესიას სერიოზულ დარტყმას აყენებს,  ვინაიდან ქრისტიანული მოძღვრებიდან გამომდინარე  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირების  მიმართ დამოკიდებულების დაფიქსირებისას არსებობს  საფრთხე რომ ეკლესიის მსახურნი პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება და 142–ე მუხლის პირველი ნაწილით თანასწორუფლებიანობის დარღვევის მოტივით ეკლესიის მსახურნი და სხვა პირები, რომლებიც თავის პოზიციას დააფიქსირებენ  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირების მიმართ ეს დისკრიმინაციად შეფასდება და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ.  

 „გაუგებარია  კანონის მიღება ამ სახით, როცა ევროპელები ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების  გაფორმების წინაპირობად არ ითხოვენ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას. ეს დააფიქსირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე ევროკავშირის წარმომადგენელმა შტეფან ფულემ  არასამთავრობოებთან და პატრიარქთან შეხვედრისას, როცა მან განაცხადა რომ საქართველომ თავისი ტრადიციები უნდა გაითვალისწინოსო. ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ იდევნებოდა  და არც იდევნება ლგბტ საზოგადოების წევრები მაგრამ როგორც ჩანს აღნიშნული კანონპროექტის მიღება შედის იმ უცხოური ფონდების ინტერესებში რომლებიც ლგბტ საზოგადოების იდეების პროპაგანდისთვის საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსებისთვისაც. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე რომ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მეხუთე კოლონის და რუსეთის ინტერესების წარმომადგენლები არიან. ჩვენი აზრით კი სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები ნებსით თუ უნებლიედ საქართველოში პრორუსული განწყობილების პოპულარიზაციას ეწევიან ვინაიდან მსგავსი კანონპროექტების მიღებით ხდება იმ ევროპული ღირებულებებისადმი სერიოზული დარტყმის მიყენება. ვინაიდან ევროპული ღირებულებები არ არის მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური უმცირესობების ძალადობა უმრავლესობაზე’’ - აცხადებს ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

 

 მირანდა ჭარხალაშვილი

30-04-2014, 18:09
უკან დაბრუნება