ივერიონი / გია გოქაძე:-"ბატონო შოთა, წაიკითხეთ საბას იგავ-არაკები და წააკითხეთ ზურაბ მარგველაშვილსაც, ეგებ ისწავლოთ რამე!"

გია გოქაძე:-"ბატონო შოთა, წაიკითხეთ საბას იგავ-არაკები და წააკითხეთ ზურაბ მარგველაშვილსაც, ეგებ ისწავლოთ რამე!"

   ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " წარმომადგენელი  გია გოქაძე  ქუთაისის  მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, ზურაბ მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება. (იხ.სტატია http://iverioni.com.ge/3840-ratom-ganatsyendnen-feisbuq-statusis-gamo-quthaislebi-da-vis-emuqrebian-khcvir-piris-danayvith.html)

     -"მარგველაშვილმა ქუთაისლებს  საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა. მოვუწოდებ ქალაქის მერს,  ბატონ შოთა მურღულიას, რომ მარგველაშვლმა დატოვოს აღნიშნული პოსტი! ძალიან კარგი იქნება, თუ მარგველაშვილი თავის ქალაქში წავა, თურმე იქ ქუთაისლების გარეშე  ნირვანაშია , ეს სირცხვილია და მეტი არაფერი. ვალდებული ხართ, ბატონო შოთა, ქუთაისლების ღირსებას პატივი სცეთ.

  შევახსენებ მარგველაშვილს- ეს ის ქალაქი არ არის, სადაც მოქალაქეებს დასცინიან, ეს დაიმახსოვორს ,  და მივმართავ შოთა მურღულიას, ბატონო  შოთა, წაიკითხეთ სულხან– საბა ორბელიანის იგავ-არაკები და წააკითხეთ ზურაბ მარგველაშვილსაც, რომელმაც ქუთაისლებს თვალებში ნაცარი საქვეყნოდ შეაყარა. ეგებ ისწავლოთ რამე,"–ნათქვამია გოქაძის განცხადებაში.   

  რამდენიმე დღის წინ  სოციალურ ქსელში  ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის სტატუსმა საზოგადოებაში დიდი დაპირისპირება გამოიწვია. მარგველაშვილს ჯერ ცხვირ- პირის დანაყვით  ემუქრებოდნენ, შემდეგ კი მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.

   ცნობისთვის, ზურაბ მარგველაშვილი წერდა, რომ  თბილისში ქუთაისლების გარეშე ნირვანაშია.

 

30-04-2014, 18:38
უკან დაბრუნება