ივერიონი / მაია ფანჯიკიძე:-"ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს"

მაია ფანჯიკიძე:-"ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს"

   მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კომენტარი გააკეთა  ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს.

   -"ჩემთვის გაუგებარია ის ვნებათაღელვა, რაც ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან  დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში. ეს კანონი აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ, რამდენადაც სახელმწიფოს ვალია, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, რომელ უმცირესობასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი"– განაცხადა ფანჯიკიძემ. 

 

1-05-2014, 10:05
უკან დაბრუნება