შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მონისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ახალგორში მოქალაქეთა შესვლის გართულებასთან დაკავშირებით ქართული მხარე სიტუაციას აკონტროლებს. ზაქარეიშვილის თქმით, მოქალაქეთა გადადგილების შეზღუდვა წელიწადში ორ–სამჯერ სხვადასხვა მიზეზით ხდება.
,,ასეთი შეზღუდვები ეს უფრო ახალგორის მიმართულებითა წესდება, თუმცა იშვიათად გალის მიმართულებითაც. საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობის გადაადგილებას ზღუდავს. ასეთი შეზღუდვა ორშაბათამდე დღესაც დადგინდა. ასე რომ, თარიღი დადგენილია. სჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და ვიცით, რა ხდება. ორშაბათამდე ასეთი შეზღუდვა მკაცრი იქნება", _ განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.