საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს ქართველი ერის შეურაცხმყოფელს უწოდებს და აცხადებს, "რომ მის მიღებას არ დაუშვებს!"
როგორც კიტოვანმა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის" მიღება, პარლამენტის მიერ მართლმადიდებელ მრევლისა და სამღვდელოების წინააღმდეგ ომის გამოცხადებას ნიშნავს.
"ეს კანონი ქართველი ერის შეურაცხყოფაა. კავკასიაში ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. ქართველი კაცის შემარცხვენელი კანონის მიღებას არ დავუშვებ. პირველი ჩვენ დავიწყებთ ომს ამ კანონის საწინააღმდეგოდ, პარლამენტში შევალთ, ცხვირ-პირს დავუმტვრევთ და ისე გამოვყრით ყველას, არც მომერიდება არაფრის"-განაცხადა თენგიზ კიტოვანმა.
მირანდა ჭარხალაშვილი