პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ტერმინი სექსუალური ორიენტაცია1997 წლის კანონებში გამოჩნდა და 2004 წლიდან დღემდე არაერთ კანონშია ჩაწერილი, ამიტომ ამ ტერმინის გამო ატეხილი აჟიოტაჟის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.
_"ვინც ახლა ტერმინ სექსუალურ ორიენტაციას აპროტესებს, ადრე ხმაც კი არ ამოუღიათ. 2004 წელს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომლის ბლოკის მერობის კანდიდატი ყველაზე მეტად აქტიურობს ამ კუთხით. ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი თავად პარლამენტის წევრი იყო და მაშინ არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი, როდესაც სხვადასხვა კანონებში, სადაც სექსუალური ორიენტაცია იყო ნახსენები, ცვლილება შედიოდა. მე ამის სტენოგრამები და ჩანაწერები მაქვს. ტყუილია სწორედ ცოდვა.
ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ საზოგადოების მოსაზრებებს ამ საკითხზე. მისი უწმინდესობის თხოვნა, რომ განხილვა გადაგვედო და კიდევ ერთხელ გვემსჯელა, რამე ხომ არ გვეშლება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და რაიმე შესასწორებელი ხომ არაა, პარლამენტმა გაითვალისწინა. ეს ორი დღე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი რამ ან ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია, ან ადგილი აქვს შეგნებულ მცდელობას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღება სხვა მიმართულებით იყოს გადატანილი"-ამბობს უსუფაშვილი.