ექსპერტი კახი კახიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს, კახიშვილის განცხადებით, მართალია ივანიშვილი პილიტიკას ჩამოშორდა მაგრამ, ყველა მნიშვნელოვანიო საკითხი მასთან წყდება.
_ არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოდესმე დაბრუნდეს. ამის სურვილი რომ ჰქონოდა, არსად წავიდოდა. იგი ვერც წარმოიდგენდა, პატარა ქვეყნის მართვა ასეთი რთული თუ იქნებოდა. საქართველოს ძალიან ბევრი ვალდებულება გააჩნია, ამიტომ მასაც ისეთი საკითხების გადაჭრა უხდებოდა, რისი სურვილიც დიდად არ ჰქონდა, თუმცა პოლიტიკიდან მისი წასვლა, არ ნიშნავს, რომ სახელისუფლო მართვას მთლიანად გამოეთიშა. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი პირადად მასთან წყდება.