სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, 30 აპრილს მოქალაქე ი.კ-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების მიხედვით, 2014 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისში, ი.კ. მივიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, სადაც საზოგადოებრივ მისაღებში საშვების გამცემ განყოფილებაში, დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ ა.ა-სთან შეხვედრის მოთხოვნით წარადგინა ყალბი ადვოკატის მოწმობა, სიითი ნომრით N4156 და მის მიერ დამზადებული ყალბი ადვოკატის ორდერი.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.