ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისელებს ქუთაისქალაქობას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა ქუთაისელს ულოცავს 2 მაისს - ქუთაისისა და ქუთაისელების დღესასწაულს.
"ქუთაისობა ანუ გვირილობის დღესასწაული მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტხანს ითვლის და ყველას შეგვახსენებს, რომ სიკეთე უნდა ვთესოთ და ვიზრუნოთ ადამიანებზე. ვუსურვებ ქუთაისელებს მშვიდ და სიცოცხლით აღსავსე ცხოვრებას თავიანთ ულამაზეს და უძველეს ქალაქში" – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.